გვერდი 1 / 1-დან

მოვითხოვთ შეწყდეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა

გამოქვეყნებულია: 17 თებ 2017, 02:17
ავტორი: მირიანაშვილი ირაკლი
მოაწერეთ ხელი პეტიციას ვინც ეთანხმებით და გაავრცელეთ!
ძალა ერთობაშია!
გაერთიანებულმა ემიგრაციულმა მოძრაობამ გადაწყვიტა პეტიციის სახით მივმართოთ სტრასბურგის უმაღლეს ადამიანთა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს შემდეგი ტექსტით:
მოვითხოვთ შეწყდეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა ქვეყნის ახლანდელი არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. მოვითხოვთ მოეხსნას მას უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები, რომლებიც მას საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსეთის მოთხოვნით წაუყენა და დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა, რათა მან შეძლოს სამშობლოში უპრობლემოდ დაბრუნება.